ფეხბურთი

17:23 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და სამარის „კრილია სოვეტოვის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში Матч Премьер-მა გამოარჩია. ჩვენებური მიმდინარე სეზონში სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.

შეგახსენებთ, ანანიძემ „კრილია სოვეტოვის“ მაისურით სადებიუტო მატჩში (ოფიციალურ თამაშში) მოსკოვის „ლოკომოტივს“ გოლი გაუტანა და მოედანზე 62 წუთი გაატარა. თავად შეხვედრა კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

0.142585