თამაშგარე

14:55 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტონი გარნის სატრფიალო ამბები

ვისი გულისსწორი არ ყოფილა ჰოლივუდში მოღვაწე გერმანელი მსახიობი ტონი გარნი. ამ ქალის მრავალფეროვან და ათასი ჯურის მამრებით სავსე ცხოვრებას რომ გადავხედოთ, იქ ისეთ ხალხს აღმოვაჩენთ, ერთი გემრიელი ფერადყდიანი ჟურნალის პერსონაჟები გამოიძერწება.

თუკი კონომატოგრაფის მოყვარულთ ყველაზე მეტად ტონი გარნისა და ლეონარდო დიკაპრიოს ორწლიანი სატრფიალო რომანი გაახსენდებათ, სპორტის ტრფიალთათვის ამ კუთხით საინტერესო 2015 წელია, როდესაც ვნების ალმური გერმანელ მსახიობთან ერთად ამერიკელ კელათბურთელს, ჩენდლერი პარსონსაც მოედო.

მართალია ჩენდლერთან რომანი სულ რაღაც ერთი წლის მანძილზე გაგრძელდა, მაგრამ ამერიკის ბულვარულ პრესაში დღესაც არ წყდება საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ტონისა და პარსონს შორის რაღაც ურთიერთობა ახლაც შენარჩუნებულია და შესაძლოა დადგეს ჟამი, როდესაც ძველი სიყვარული გაცოცხლდება. ვინ იცის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128006