„მილანის“ მცველი და კაპიტანი, ალესიო რომანიოლი, უახლოეს ხანში კლუბს არ დატოვებს - გვამცნობს Calciomercato.com. პორტალის ცნობით, „როსონერის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს სეზონებში აუცილებლად შეინარჩუნოს.
ამისდაკვალად, რომანიოლის შეძენის მსურველ „რეალსა“ და „ჩელსის,“ ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა მოუწევთ.
ასევე, წყაროს ცნობით, რომანიოლის თავადაც არ სურს კლუბის დატოვება. „მილანში“ თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე ოცნებობს.
შეგახსენებთ, რომ რომანიოლი „რომას“ აღზრდილია. „მილანში“ 2015 წელს გადავიდა. გასულ ზაფხულს კი გუნდის კაპიტნად აირჩიეს.