ფეხბურთი

12:20 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

“გრასჰოპერსმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

„გრასჰოპერსმა“ მთავარი მწვრთნელის, 51 წლის ტორსტენ ფინკის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, რომელიც შვეიცარიულ კლუბში შარშანდელი აპრილიდან მუშაობდა.

„იმედგამაცრუებელი თვეების შემდეგ, „გრასჰოპერსის“ დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოს კლუბის სპორტულ დირექტორს, მატიას ვალტერს და მთავარ მწვრთნელს, ტორსტენ ფინკს. რთული სატურნრო სიტუაცია ამ ნაბიჯს მოითხოვს.“ - წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის 27-გზის ჩემპიონი, „გრასჰოპერსი,“ მიმდინარე სეზოში ძალიან ცუდად ასპარეზობს ქვეყნის ჩემპიონატში. 23 ტურის შემდეგ, 18 ქულით, ცხრილში ბოლო ადგილზეა.

0.118032