ამსტერდამის „აიაქსისა“ და არგენტინის ნაკრების მცველი, ნიკოლას ტალიაფიკო, ჟურნალისტებს ლეო მესის შესახებ ესაუბრა.
„მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ნაკრებში მის შესაძლებლობებს ვერ ვიყენებთ. საჭიროა იდეის ან ისეთი მწვრთნელის პოვნა, რომელიც ლეოს ფენომენალურ თვისებებს სრულად გამოავლენინებს.
ერთია წლების განმავლობაში კლუბში საუკეთესო იყო და მეორეა ეროვნული გუნდი. უკვე რამდენი ხანია ნაკრებში ხარისხიანი პროდუქტი ვერ შევქმენით.“ - ციტირებს ტალიაფიკოს სიტყვებს The World Game.