გარეთ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა, უელსელი ვარსკვლავის კრიტიკოკოსებს უპასუხა, რომ მისი კლიენტი „სამეფო კლუბიდან“ წასვლას არსად აპირებს.
„ესპანეთში ყოფნის ექვსი წლის მანძილზე გარეთმა ყველაფერი მოიგო. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ფანები მას ფეხებს უნდა უკოცნიდნენ.
მიუხედავად იმ კრიტიკისა, რაც ბოლო დროს მის მიმართ მედიაში გაისმის, გარეთი ბედნიერია კლუბში. ასატანად საუბრობს ესპანურად და თანაგუნდელებთან პრობლემა არ აქვს.
ვინც მას აკრიტიკებს, არაფერი იცის არსებული ვითარების შესახებ. მისი გუნდიდან წასვლის შესახებ საუბარი არ ყოფილა. გარეთს კლუბში დარჩენა უნდა და „რეალსაც“ მისი შენარჩუნება სურს.“ - უთხრა ბარნეტმა Sky Sports-ს.