კალათბურთი

1:40 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 15 ქულა ხორვატებთან

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის მე-20 ტურში ხორვატულ “ზადარს” 75:69 სძლია და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაიბრუნა.

19 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:32 წუთი გაატარა და პოდგორიცელებს 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
გოგამ 5-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბუდუჩნოსტმა” 14 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და რეგულარულ სეზონში 2 მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი: 11 მარტს, სერბეთში, ბითაძის ყოფილ კლუბ “მეგა ბემაქსთან” და 17 მარტს, შინ, ხორვატულ “ციბონასთან”.

0.14541