ფეხბურთი

0:20 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი: "რეალს" ყოველთვის უფრო მეტი კანდიდატი ჰყავდა, ვიდრე ჯულია რობერტსს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ „აიაქსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელ სპეციალისტს კომენტარის გაკეთება მოუწია ჟოზე მოურინიოს „სამეფო კლუბში“ შესაძლო დანიშვნაზე.

სოლარის განცხადებით, ასეთი ხმები მისთვის სანეერვიულო არაა:

„რეალს“ ყოველთვის უფრო მეტი კანდიდატი ჰყავდა, ვიდრე ჯულია რობერტსს. ეს ნორმალურია და ამის გამო არ ვნერვიულობ. ჩვენ არ შეგვიძლია ბედნიერი ვიყოთ ბოლო წაგებებით, მაგრამ მზად ვართ და გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ბეილი სათამაშოდ მზადაა, მხოლოდ ლორენტეს აქვს ტრავმა. მარსელო? ყველა ფეხბურთელს აქვს შანსი, რომ მოედანზე გავიდეს. ყოველი თამაში ახალი ეტაპია. ვინისიუსი საუკეთესოა? ახალწვეული რომ ასე კარგად თამაშობს, ეს გუნდისთვის პოზიტიური სიგნალია.

სერხიო რამოსი? - არ მინდა უეფას გადაწყვეტილებაზე საუბარი. ვწუხვარ, რომ ვერ ითამაშებს, მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ“, - განაცხადა სოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „აიაქსის“ პირველი მატჩი ესპანელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო საპასუხო დაპირისპირება სამშაბათს, მადრიდში გაიმართება.

0.117866