ფეხბურთი

20:20 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2: თბილისის "მერანის" გამარჯვება ბოლო წუთზე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტური სამ დღეზე იყო გაწერილი და დღეს, ორი მატჩით დასრულდა.

ფოთში, „კოლხეთმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და ახლოს იყო ქულის მოპოვებასთან, მაგრამ დამარცხდა. კურმაშვილის 81-ე წუთზე გატანილმა გოლმა აჭარლებს სეზონი გამარჯვებით დააწყებინა.

ასევე დაძაბული, მაგრამ გაცილებით შედეგიანი გამოდგა „გაგრასა“ და თბილისის „მერანის“ შეხვედრა. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ტყეშელაშვილის ავტოგოლს ბრეგვაძემ უპასუხა. მეორე ნახევრის პირველ ნაწილში გოგი ფიფიამ პენალტით „მერანი“ მეორედ დააწინაურა, რასაც მალევე მეტრევმა უპასუხა. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, როდესაც „გაგრას“ კარი დაილაშქრა. მსაჯის მესამე კომპენსირუებულ წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა გამოიჩინა და „მერანმა“ მოიგო - 3:2.

კსირტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის მატჩები 8-10 მარტს გაიმართება.

„კოლხეთი“ – „შუქურა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კურმაშვილი (81)

„გაგრა“ – „მერანი“ (თბ) 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 ტყეშელაშვილი (16, ა.გ), 1:1 ბრეგვაძე (39), 1:2 ფიფია (57, პენ), 2:2 მეტრეველი (64), 2:3 დათუნაიშვილი (90)

0.131171