საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა მზადება დაიწყო აშშ-ში გასამართი მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშებისათვის.
ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები შეკრებას ბათუმში გადის და 4 სალიცენზიო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ნაკრების შემადგენლობაშია ოლიმპიური პრიზიორი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი.
მსოფლიოს ქვიშის პირველი თამაშები 10-15 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ სანდიეგოში გაიმართება.