ამერიკის საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონი ეს-ესაა დაიწყო. პირველივე ტურში ერთი საინტერესო მატჩი გამოდგა, „კოლორადო“ – „პორტლენდი“.
ეს თამაში უხვგოლიანი და დრამატული გამოვიდა. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, მერე ორჯერ სტუმრები, მაგრამ ბოლო წუთზე „კოლორადომ“ გაათანაბრა და ფრე დაფიქსირდა - 3:3.
თუმცა, ამაზე საინტერესო ისაა, რომ შეხვედრა საოცარი ტემპერატურის თანხლებით გაიმართა. როგორც ადგილობრივი გამოცემები იტყობინებიან, თამაშის მიმდინარეობისას ტემპერატურა -27-დან -18 გრადუსამდე ფიქსირდებოდა.
ასეთ დაბალ ტემპერატურაში MLS-ის ისტორიაში არცერთი თამაში ჩატარებულა და ამ კუთხით „კოლორადოსა“ და „პორტლენდის“ მატჩი ამერიკული ფეხბურთის მატიანეშიც შევიდა.