“მანჩესტერ იუნატედისა“ და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერის დევიდ დე ხეას მეუღლე, მოდელი ედურნე გარსი ალმაგრო დიდი ხანია რაც მთელს ევროპაში უზომოდ პოპულარული გოგოა და ამ ტან-ფეხ-ბარძაყდალოცვილ ქალზე ჩვენც დიდი გულდათუთქვითა და დაუფარავი ემოციებით გვისაუბრია.
სანამ დე ხეა მწვანე მინდორზე ბურთების ძალმოსილად დაჭერითა დაკავებული, მისი მეუღლე დღენიადაგ ცდილობს თავისი “ბურთების“ ცქერით ყველას დიდი სიამე მიანიჭოს და სწორედ ამის გამოა, რომ ესპანეთიდან ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლიდან უმოკლეს ხანშივე განაგრძო მოდელის წარმატებული კარიერა.
ედურნე გარსია ალმაგრო ცოტა ხნის წინ ცნობილი სამოდელო სახლის, “ვიქტორია სიქრითის“ სახეც გახდა და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სამოდელო სახლის ინტერესს მხოლოდ გამორჩეულად ლამაზი მზეთუნახავები იმსახურებენ. ედურნეს სიმშვენიერეში კი ეჭვის შეტანა რომ დაუშვებელია - ეს მისი ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.