ფეხბურთი

22:12 | 3.03.2019 | ნანახია NaN - ჯერ

„ლივერპულმა“ ოქროს შანსი გაანიავა

„სიტიმ“ ტიტული დაიბრუნაო - დაწერა თავის „ტვიტერში“ გარი ლინეკერმა და ალბათ, მართალიც არის. ახლა „ლივერპულს“ სასწაული თუ დააბრუნებს პირველ ადგილზე. დიახ, ჯერ კიდევ საკმაო მატჩებია დარჩენილი, „სიტიც“ შეიძლება წაფორხილდეს სადღაც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბოლო დროს „წითლებს“ თამაში გაუფუჭდათ. პრემიერლიგის ყველაზე ყურებადი გუნდი აბსოლუტურად უსულო ფეხბურთს თამაშობს და ამის ნათელი სიმბოლო მოჰამედ სალაჰია, რომელსაც უამრავი მომენტი ექმნება, მაგრამ ხან აგვიანებს, ხან მიზანში ვერ არტყამს და ხანაც საერთოდ ტრიბუნებში უშვებს ბურთს.

რა მოხდა, ვითომ დაიღალნენ? შეიძლება ასეც იყოს. იმიტომაც ვთქვით, გაუჭირდებათ „სიტის“დაწევაო.

საკუთრივ შეხვედრამაც ვერ გაამართლა. „ლივერპული“ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ იმდენად არა, რომ მოგების ღირსი ყოფილიყო. თან „ევერტონიც“ მედგრად იბრძოდა, მათმა მეკარემ ჯორდან პიკფორდმაც რამდენჯერმე იყოჩაღა. შედეგად - 0:0.

„გაწბილებულნი ვართ, აქ სამი ქულისთვის ჩამოვედით, ბევრი მომენტები შევქმენით, მაგრამ რეალიზაცია არ გვივარგოდა და თუ ვერ გაიტანე, როგორ მოიგებ.“ - უთხრა შემდეგ ლივერპულელმა ჯორდან ჰენდერსონმა Sky Sports-ს.

სამაგიეროდ, მერსისაიდულისგან განსხვავებით, დასავლეთლონდონური დერბი ისეთი გამოდგა, თქვენი მოწონებული. „ფულემმა“ და „ჩელსიმ“ ჩინებული სანახაიბა შესთავაზეს მაყურებელს. ცხადია, „არისტოკრატები“ კლასით გაცილებით მაღლა დგანან და ეს შედეგშიც აისახა. მათგან ახალწვეული იგუაინი და ჟორჟინიო გამოირჩნენ. თუმცა, ერთი მასპინძლებაც გაიტანეს (ჩამბერსი) და ცოტა მეტად რომ გამართლებოდათ, ფრესაც გამოჰკრავდნენ ხელს.

და კიდევ, „ჩელსის“ შერისხული ბასკი მეკარე, კეპა არისაბალაგა დაუბრუნდა და ჩინებულადაც გაირჯა. „ფულემს“ კი ახლახან გათავისუფლებული კლაუდიო რანიერის ნაცვლად, დროებითი დამრიგებელი, სქოთ პარკერი მოძღვრავდა.

ახალი მწვრთნელის დებიუტი შედგა „ლესტერშიც.“ „მელიები“ მინდორზე პირველად გაიყვანა „ლივერპულისა“ და „სელტიკის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ბრენდან როჯერსმა, თუმცა „უოტფორდთან“ დამარცხდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 29-ე ტური. 3 მარტი

ფულემი - ჩელსი 1:2

ლონდონი. „ქრეივენ კოტეჯი.“ 24 900

0:1 იგუაინი (20), 1:1 ჩამბერსი (27), 1:2 ჟორჟინიო (31)

ფულემი: რიკო, ოდოი, რიმი, ნორდტვეიტი, ბრაიანი, სესენონი, ჩამბერსი, მაკდონალდი (ანგისა 62), კერნი (ვიეტო 80), ბაბელი (აიტე 71), მიტროვიჩი

მწვრთნელი: სქოთ პარკერი

ჩელსი: კეპა, რიუდიგერი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, ემერსონი, ჟორჟინიო (კოვაჩიჩი 68), კანტე, ბარკლი (ლოფტუს-ჩიკი 78), იგუაინი, აზარი (პედრო 74), ვილიანი

მწვრთნელი: მაურიციო სრი

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: ჩამბერსი (22), მაკდონალდი (51); ჟორჟინიო (61)

ევერტონი - ლივერპული 0:0

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 39 335

ევერტონი: პიკფორდი, კინი, ზუმა, დინი, კოულმენი, სიგურდსონი, უოლკოტი (რიშარლისონი 59), გეიე, შნედერლინი (გომეში 76), ბერნარდი, კალვერტ-ლევინი (ტოსუნი 74)

მწვრთნელი: მარკუ სილვა

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, რობერტსონი, მატიპი, ალეკსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვეინალდუმი (მილნერი 63), ჰენდერსონი, მანე (ლალანა 84), სალაჰი, ორიჯი (ფირმინო 63)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: უოლკოტი (7); რობერტსონი (75), ფაბინიო (79)

უოტფორდი - ლესტერი 2:1

1:0 დინი (5), 1:1 ვარდი (75), 2:1 გრეი (90+2)


კომენტარები (35)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:40 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

სღ კუკურას.
აბა ჰე ხვალამდე და მოგებები მოგველოცოს ხვალაც.

13:17 | 20.09.2015
meleksa (1841)

სალამი ძმებო, გილოცავთ ჩვენი გოლიათების გამარჯვებას.!

ეკვატორი გადავლახეთ უკვე, ხვალაც საინტერესო ორთაბრძოლები გველოდება. ვნახოთ რა მოხდება, კულმინაცია ახლოვდება უკვე, ნელნელა იწყება ოძეკების ჭიდილიც. მომდევნო 2 დღეში სამი ლიდერიდან არცერთმა თუ არ წააგო, მაგარი ბრძოლები გველოდება მერე უფრო.

15:59 | 20.09.2015
kelbo (7279)

გაიხარე ბრატ

ესეც დღევანდელი ვიდეო
0?'>https://www.youtube.com/watch?v=SVy2XBrpS7Y':'>https://www.youtube.com/watch?v=SVy2XBrpS7Y'))

13:02 | 20.09.2015
kelbo (7279)

ხვალ ტერუ ხვდება ჰოდორს... ორი ვარიანტია ან შემოლაწუნებული ჰოდორი იქნება ხვალ და საინტერესო პაექრობას ვიხილავთ ან შემოსალაწუნებელი და მაშინ ტერუ უპრობლემოდ ჩაიწერს 9-0-ს

13:21 | 20.09.2015
meleksa (1841)

ხვალ გოიედო ღიპუცაა, საინტერესოა რას იზამს ეს ორი ბებერი. ღიპუცამ ამასობაში კი მოაგროვა უკვე 6 მოგება და კაჩისაც გააკეთებს ალბათ ამ ბაშოზე. გოიედომ თუ წააგო ხვალ, დიდი ალბათობით მაკეს აირტყავს მგონია.

12:59 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

სღ კუკურას.
აბა ჰე ხვალამდე და მოგებები მოგველოცოს ხვალაც.

13:02 | 20.09.2015
kelbo (7279)

კარგად ბრატ

12:59 | 20.09.2015
kelbo (7279)

ჰეჰ, დააგორეს ჰოდორი ისევ

12:55 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

აუ ძროხა იჩინოჯო,ეს რა არსებაა საერთოდ ჩორტ ზნაეტ.

12:53 | 20.09.2015
kelbo (7279)

ვახ როგორც ჩანს ღიპუცა დაუბრუნდა ამ სიბერეში ნელნელა თავის ძველ ფორმას

12:53 | 20.09.2015
kelbo (7279)

გააგორა ის უკისრო საოცრება

12:47 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

კაკურიოს იოკოძუნობა ანეგდოტია უკვე იაპონიასი გონი

12:50 | 20.09.2015
kelbo (7279)

ეგ იმიტო რო იოკოძუნას რანგში ბაშო არა აქვს მონაგები, და საერთო ჯამში მხოლოდ ერთი ბაშოა მის ანგარიშზე...
თან ადრე იოკოძუნას საკადრის ჭიდაობასაც ვერ აჩვენებდა მარა ამ ბოლო დროს უკვე ნამდვილი იოკოძუნასავით ჭიდაობს, უბრალოდ 1-2 ბაშოს მოგებაღა დარჩა

12:53 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

სუსტია ბრატ ჰაკუჰოსთან და ტერუნასთან შედარებით,აშკარად.

12:54 | 20.09.2015
kelbo (7279)

კი მარა ადრე ბევრად უფრო სუსტი იყო და ნელნელა შეამცირა სხვაობა... თან ტერუს მაგისთვის ჯერ არ მოუგია სხვათაშორის, წინაზე კუკურამ იმარჯვა

12:58 | 20.09.2015
kelbo (7279)

თან კიდე რაა თუ იცი, აი ხო არის იოკოძუნა, არის კიდე ე.წ. "დომინანტი იოკოძუნას" ცნება სუმოში - ეს ჩვენ ვართ მიჩვეულები ასაშორიუს და ჰაკუჰოს ყურებას თორე ისტორიას რო გადავხედოთ არცტუ ისე ბევრი იყო მასეთი დომინანტი იოკოძუნა ისტორიაში და სულაც არ ითვლება სამარცხვინოდ "არადომინანტი იოკოძუნა" რო ხარ

12:47 | 20.09.2015
kelbo (7279)

აუ ჭედავს ლინკი მაგრა

12:48 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

მე ყაზახეთსი ვარ აქ ნარმალნაა

12:47 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

სღ მიოგირიუს მაინც,ძალა აღმართს ხნავსო ნათქვამია

12:46 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

კაროძე ტერუნას ხანა მოდის,გველეშაპია რამხელა რაცხაა

12:49 | 20.09.2015
kelbo (7279)

კი, ერთი ჰოდორა და ფარაონი თუ დაუდგებიან მაგას სამომავლოდ, მარა ამისათვის ერთმა უნდა გაიღვიძოს და მეორემ კიდე რამადანებს თავი გაანებოს და სერიოზულად დაიწყოს ვარჯიში

12:46 | 20.09.2015
kelbo (7279)

მოიგო ტერუმ... კიმედაშზე რო დაიჭირა მანდ მორჩა

12:46 | 20.09.2015
kelbo (7279)

მოტეხა ხელები კინაღამ

12:43 | 20.09.2015
kelbo (7279)

ტერუ-მიოგირიუ საინტერესო უნდა გამოდგეს წესით - ძალა სისწრაფის წინააღმდეგ

12:39 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

stripslashes((strlen('http://ubs.mn/stream.htm')>0?'http://ubs.mn/stream.htm':'http://ubs.mn/stream.htm'))
აქ უყურე

12:42 | 20.09.2015
kelbo (7279)

კი ჩავრთე ახლა... ცოტა გვიან გამეღვიძა დღეს - გუშინ ჩვენი რაგბისტების თამაშზე გვარიანად მოვულხინე მერე გამოვიძინე და იაპოშკებს გვიანობამდე ვუყურებდი ჩანაწერში

12:39 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

ყველაზე საზიზრარი კისენოსატოა იმენა,მძულს :@

12:39 | 20.09.2015
kelbo (7279)

ეეე რა ჭირს ამ ტოჩიოძანს

12:41 | 20.09.2015
kelbo (7279)

წააგებს ერთს და მიაყრის ხოლმე მერე წაგებებს ვირის წიხლებივით.... კისეს ქე მაინც რაღას ერჩოდა

12:39 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

ლაივში არუყურებ?

12:33 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

ტოჩიოძანი პტალოა იმენა :დ გოედიოს კიდე რაუნდა ოზეკათ...

12:31 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

ტოჩის სტილია ტაიმბოლები :დ იმედია გავა დადებითზე.
რაგბისტები ხო სხვა თემაასაერთოდ რა ქნეს გუშინ,5.2 კუში,იქეთ იაპონიამ 51 კუში დასვა ტო,კაროჩე არგენტინასთან უნდა დავდო ჩვენებზე ამოაყირავებენ მიგრძნობს გული...

12:38 | 20.09.2015
kelbo (7279)

არგენტინასთან მშვენიერი განწყობით გავდივართ, მთავარი საქმე მოლეულია უკვე და ნამიბიამდე კიდე ზელანდია გვიწევს ასე რომ სრული უფლება აქვთ არგენტინას ხოშიანად შეაკვდნენ რასაც ქვია

12:36 | 20.09.2015
kelbo (7279)

კი იაპონიამ უსერიოზულესი სენსაცია გამოაცხო

12:27 | 20.09.2015
kelbo (7279)

ესეც ასე დღევანდელი "გეგმა" შესრულებულია, მოიგო ტოჩიმაც...
ხვალ ტოჩის კიდე ერთი იოლი მოწინააღმდეგე უწევს და წესით უნდა გავიდეს 4-5 ბალანსზე
აი გაგას კი სავარაუდოდ გაუჭირდება დაიეიშოსთან, ჯერ არ შეხვედრიან ერთმანეთს მარა იმ ახალგაზრდას სტილით და ფორმით თუ ვიმსჯელებთ შეუძლია პრობლემები შეუქმნას

12:22 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

აოეეეეეეეეეეე ტოჩიმაც მოიგოოოოოოოოოოო

12:21 | 20.09.2015
kelbo (7279)

ფარაონმა დააზღნარა იოჟიკა

12:23 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

ზდ კელბო კაი დღე იყო დღეს

12:28 | 20.09.2015
kelbo (7279)

კი გუშინაც დავწერე რო დღეს კაი დღეს ველოდი, მოწინააღმდეგეებიდან გამომდინარე...
თუმცა "ცუდს" ვერც გუშინდელ დღეს დაარქმევს კაცი, რაგბისტების "გადამკიდე"

12:20 | 20.09.2015
kelbo (7279)

კაია, დღეს წესით ორივეს გამარჯვებაა "გეგმაში"
გაგამ უკვე მოიგო ახლა ტოჩის ჯერია

12:11 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

საააღოლ გაააგა,მოისროლა კაისეი :დ

11:17 | 20.09.2015
giojuve-10 (3743)

manufan1--საღოლ ბრატ ლაივში ვუყურებ აგერ,გაიხარე.

20:14 | 19.09.2015
ალექსანდრე (6188)

დედა რა იყო ეს?!

14:47 | 19.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ტერუნოფუჯის მოუხერხეთ რამე, არ მევასება მაგის...

13:02 | 19.09.2015
meleksa (1841)

ხვალ შემოულაწუნე-კუკურა საინტერესო იქნება. გაგა-კაისეი სამბას რომელი იცეკვებს ხვალ ვნახოთ

13:54 | 19.09.2015
kelbo (7279)

ტოჩიოძანსაც მნიშვნელოვანი სხვატკა აქვს, უნდა დაამტკიცოს რო გოიედოს ჯობია, რომელმაც დღეს ოკინოუმისთან წააგო
ტოჩის კიდე წესით იოლი გასეირნება ელის
კიდე ტერუ მიოგირიუ იქნება საინტერესო, ფავორიტიცხადია ვინცაა მარა მიოგირიუ სწრაფი და ტექნიკურია და იოლად არასდროს ნებდება
ფარაონი იოჯიკაც მაგარი საინტერესო რამე უნდა გამოვიდეს წესით

13:00 | 19.09.2015
meleksa (1841)

იმენა სირცხვილია უკვე ღიპუცასთან წაგება რაა. ცოტა მოუმატე ტემპს ხო ხედავ რომ სტატიკაშიც არ უქნიხარ ღმერთს.

14:45 | 19.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მაგ ბოჭკასთან როგორ უნდა აგებდეს სულ

12:51 | 19.09.2015
kelbo (7279)

მიდი ახლა და მოიგე ყველა, წასაგები რაც იყო ყველა წააგე უკვე

12:50 | 19.09.2015
kelbo (7279)

კაი რა ტოჩი რა....

12:43 | 19.09.2015
kelbo (7279)

ტოჩიოძანმა ისევ წააგო... იოჟიკამ იმენა თავზე გადაი...ვა

12:25 | 19.09.2015
kelbo (7279)

ვახ გაგას კოტენაგეთი მოუგია, აი მესმიიის...

14:44 | 19.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მაგრად მევასება ეგ ილეთი, იმენა ჩაუტარა გაგამ

00:26 | 19.09.2015
manufan1 (278)

stripslashes((strlen('http://ubs.mn/stream.htm')>0?'http://ubs.mn/stream.htm':'http://ubs.mn/stream.htm')) -აგერ ლაივი ,სადღაც გავჩითე ამასწინათ.

18:46 | 18.09.2015
ალექსანდრე (6188)

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გაგამ მოიგო და დაცაგრეს, თუ ვცდები?

19:19 | 18.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

არა ძმა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს მსაჯებმა, პირველი გაგა დაეცა.

19:04 | 19.09.2015
kelbo (7279)

აბა, კინაღამ წააწყვიტა ხელი

18:18 | 18.09.2015
Erovnuli-Nakrebi (11812)

არადა მეგონა ტოჩი ამ ბაშოს სულ რიკინ რიკინით მოიგებდა. ნუ თუ ვერ მოიგებდა, ბევრს მაინც მოიგებდა

19:20 | 18.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მგონი 8-7 მოახერხებს ისევ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065421