კალათბურთი

0:35 | 4.03.2019 | ნანახია NaN - ჯერ

“ა” ლიგის საპლეიოფო ოთხეული გამოიკვეთა

საკალათბურთო “ა” ლიგის მეორე წრე დაიწყო. მე-6 ტურის მატჩებს ტრადიციულად ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. სამივე მატჩში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა – ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა მორიგი გამარჯვებები მიითვალეს და უკვე გამოიყვეთა ის 3 გუნდი, რომლებმაც პლეი ოფში თამაში ფაქტობრივად გაინაღდეს. ესენი არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (6 მოგება, 0 მარცხი), “მეგა ბასკეტი” (5 მოგება, 1 მარცხი) და “ვერა” (4 მოგება, 2 მარცხი).

ხსენებული სამეულის შემდეგ მოდიან “არენა-ორბი”, “თბილისი” და “აფხაზეთი”, რომლებსაც 6 ტურის შემდეგ მხოლოდ თითო გამარჯვება აქვთ. რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 5 ტურში ამ სამეულიდან საუკეთესო შეუერთდება მოლიდერე სამეულს და გავა პლეი ოფში, სადაც საუკეთესო 4 გუნდი ნახევარფინალში დაწყვილდება და ბროლას საუკეთესოს გამოსავლენად დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის გამარჯვებული პირდაპირ გადავა სუპერლიგაში, ხოლო ფინალში დამარცხებული გუნდი სუპერლიგის მე-9 ადგილოსანთან გადათამაშებას ითამაშებს.

რაც შეეხება დღევანდელი ტურის მატჩებს, ცხრილის მოლიდერე სამეულის წევრებმა იოლად დაამარცხეს მომდევნო სამეულში მყოფი გუნდები. მეტ-ნაკლებად დაძაბული მხოლოდ “ვერასა” და “არენა-ორბის” დაპირისპირება გამოდგა. 3 პერიოდის მანძილზე არენელები ვერელებს უძალიანდებოდნენ, თუმცა დასკვნით ათწუთეულში სერბი სპეციალისტის, მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა “ვერამ” 15-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა. საბოლოოდ ვერელებმა 77:70 მოიგეს, რაც უპირველესად 29 ქულისა და 11 მოხსნის მიმთვლელი ბრაისონ სკოტის დამსახურებაა.

მეორე მატჩში 40-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. “მეგა ბასკეტმა” არ დაინდო “აფხაზეთი”, რომელიც 102:62 დაამარცხა. 25 ქულით გამარჯვებულებს მიკა სიბორნმა ულიდერა. კორი სანდერსმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო დარკო კოჰადარევიჩის ანგარიშზე 12-12 ქულა-მოხსნა დაგროვდა.

მესამე შეხვედრაში “ა” ლიგის ერთპიროვნულმა და დაუმარცხებელმა ლიდერმა კსუ-მ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) 91:76 დაამარცხა “თბილისი”. კავკასიელთაგან სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა კოტე ბიწაძემ, რომელმაც 22 ქულა, 7 მოხსნა და 6 ჩაჭრა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა ანდრე უოლკერმა, 14 – ვენდელ ლუისმა, 15 – დავით ბარბაქაძემ, ხოლო 11 ქულა და 10 მოხსნით ორმაგ დუბლს უწია რიჩარდ მათიაშვილმა. “თბილისში” 24 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ვასილ ბერუაშვილი. 20 ქულა ლევან რევაზაშვილმა დააგროვა.

მე-7 ტურის მატჩები 10 მარტს გაიმართება.

“ა” ლიგის მატჩების: სტატისტიკა

www.gbf.ge

თეგები“ა” ლიგა

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:19 | 22.08.2013
fcbayernmunich (4197)

ჰეჰ, დაქცეულა გერმანული ფეხბურთი, ქართველი მილანის ქომაგების საღადაო რო გახდები, დაქცეული ხარ, აბა რა ხარ?

13:08 | 22.08.2013
rossonero1 (13120)

არ გადაობთ გერმანულ სტატიაზე კომენტარი რო არარიის აჰააა ჩემგან ერთი კომი კტვენ წაგადგებათ

15:44 | 22.08.2013
td1982 (1363)

გერმანელები საქმეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ვიდრე ლაპარაკს

0.124995