ფეხბურთი

22:05 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯია" გამარჯვებით დაბრუნდა

თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. „ვიტელები“ პირველ ტურში გორში, „დილას“ ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად არ მიიჩნეოდნენ, გამარჯვება შეძლეს.

„თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გავიდა.

გოლი, რომელიც პირველი ტურში ალბათ გამორჩეულთა შორისაა თუ არა საუკეთესო - ზურაბ მუსელიანმა დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა და გუგეშაშვილის კარის ცხრიანში ჩააჭედა. ბრწყინვალე გოლი გამოდგა, ნებისმიერი რანგის შეხვედრას რომ დაამშვენებდა და ნებისმიერი დონის ფეხბურთელი ხელს რომ მოაწერდა.

„დილას“ 15 წუთი რჩებოდა თუნდაც ქულის გადასარჩენად, მაგრამ გორელებმა მეტოქის კარი ვერ დალაშქრეს და სეზონი წარუმატებლად დაიწყეს. სამაგიეროდ, „ვიტ ჯორჯიამ“ ელიტაში დაბრუნება ჩინებულად აღნიშნა და მეორე ტურის წინ განწყობა კიდევ უფრო აიმაღლა.

აქვე გეტყვით, რომ მეორე ტურის შეხვედრები 5 და 6 მარტს გაიმართება. „დილა“ „ჩიხურას“ ესტუმრება, „ვიტ ჯორჯია“ - „რუსთავს“.

„დილა“ – „ვიტ ჯორჯია“ 0:1 (0:0)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

„დილა“ (4-2-3-1): გუგეშაშვილი; გრიგალაშვილი, მირცხულავა, სანტოსი, გიორბელიძე; ნონდი (რაზმაძე 61), კუცია (ნჯოკუ 78); ფორტესი, ნონიკაშვილი (ლემპტი 84), პაიმი; სპანდერაშვილი

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

„ვიტ ჯორჯია“ (3-5-2): შეროზია; გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი; მაისურაძე (მოსიაშვილი 72), ვასაძე, კაკაშვილი, მუსელიანი (კურდღელაშვილი 79), გაფრინდაშვილი; ღუდუშაური, ღირდალაძე (საჯაია 58)

მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

გოლი: 0:1 მუსელიანი (75)

გაფრთხილება: გიორბელიძე (32), სანტოსი (60), რაზმაძე (85) - მაისურაძე (63)

მსაჯი: ბ. ნინუა

0.115831