სხვა

22:40 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავეს

იტალიის ქალაქ ფოჯაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა შორის. გათამაშების ბოლო დღეს ჩვენი ყურადღება ხმლით მოასპარზე იუნიორ ვაჟთა გუნდური შეჯიბრებისკენ იყო მიმართული.

მერვედფინალში, ტურნირის ფინალისტთან, საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა (ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი) 9-16 ადგილებისათვის სამივე ბრძოლა მოიგო და მე-9 საფეხური დაიკავა. ჩვენმა გუნდმა ჯერ ბელორუსი 45-26, შემდეგ პოლონეთი 45-39, ბოლოს კი უნგრეთი 45-28 დაამარცხა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.118723