საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები უკვე ბაქოშია, სადაც დღეიდან ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება დაიწყო.
ევროპის ჩემპიონატი 10 მეტრიან დისტანციაზე 16 მარტს ხორვატიაში იწყება. იქ 7 ქართველი მსროლელი იასპარეზებს - 3 უფროსებში და 4 - ახალგაზრდებში. ისინი გამოვლენ პირად პირველობაშიც და ახლად შემოღებულ ოლიმპიურ დისციპლინაშიც - შერეულ წყვილებში. გუნდურ შეჯიბრებაში მხოლოდ გოგონების ნაკრები იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება ახალი წესებით - ცალკე ტურნირად ტარდება.
შეკრება ბაქოში 15 მარტს დასრულდება, მეორე დღეს კი გუნდი იქიდან გადაფრინდება ზაგრებში.
საქართველოს ნაკრები
უფროსები
ქალები: ნინო სალუქვაძე
ვაჟები: ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი
ახალგაზრდები
გოგონები: ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე, მარიამ ქობულაშვილი
ბიჭები: აკაკი მოსულიშვილი
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია