ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და “ბიბლოსს” 83:76 სძლია.
ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და მასპინძლებს 12 ქულა და 2 მოხსნა შესძინა.
ცქიტიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ბეირუთელებმა 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს ინარჩუნებენ, მომდევნო შეხვედრას კი 9 მარტს, სტუმრად, “ჰუპსთან” გამართავენ.