სხვა

18:10 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა მარცხი მერვედფინალში

დღეს იტალიის ქალაქ ფოჯაში სრულდება ევროპის ჩემპიონატი იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა შორის. გათამაშების ბოლო დღეს ჩვენი ყურადღება ხმლით მოასპარზე იუნიორ ვაჟთა გუნდური შეჯიბრებისკენაა.

ასპარეზობაში 16 გუნდი ჩაება, მერვედფინალში საქართველოს ნაკრები (ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი) საფრანგეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდა და 31:45 დამარცხდა.

ქართველი მოფარიკავეები ბრძოლას 9-16 ადგილებისათვის გააგრძელებენ, პირველი მეტოქე კი ბელორუსის ნაკრებია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატს 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის 50 მსაჯი ემსახურებოდა, მათ შორის FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილი.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143136