17 წლის ქართველმა კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-A ჯგუფის მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსმა” “გალოფასთან” 85:89 წააგო, ჩვენებურმა კი მოედანზე 13 წუთი გაატარა და 10 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
რატიმ 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მირაფლორესს” 11 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 მარტს, სტუმრად, ლიდერ ბურგოსის უნივერსიტეტთან ჩაატარებს.
მარცხიანი დღე გქონდა ლუკა ბულაშვილის “კულერედოსაც”, რომელმაც A-B ჯგუფში “ჩანტადასთან” 53:66 წაააგო. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა და 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ბულაშვილმა 2-ვე ორქულიანი გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“კულერედო” 13 მოგებითა და 6 მარცხით მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა, 9 მარტს კი, შინ, “პორინოსთან” საშინაო მატჩი ელის.