ძიუდო

15:20 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ქალ ძიუდოისტთა 3 მედალი ევროპის ღია თასზე

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მე-7 ადგილი დაიკავეს.

ტურნირის ფინალში გასვლა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) მოახერხეს. ლიპარტელიანმა გზიდან უნგრელი იბოლია სიროკი, ებრაელი არიელ ბეზალელი, ბრიტანელი ლელე ნაირნე და ჩინელი ტონგჯუან ლუ ჩამოიცილა, გადამწყვეტი შერკინება კი პოლონელ არლეტა პოდოლაკთან წააგო.
მძიმეწონოსანმა სომხიშვილმა პრაღაში 3 გამარჯვება იზეიმა. სოფომ ესპანელ პატრისია ფერერ ბარტულოსი, უკრაინელი გალინა ტარასოვა და პოლონელი იულია სვიატკიევიჩი დაამარცხა, ფინალში კი ჩინელ იან ვანგს ვეღარ გაუმკლავდა.
კვარცხლბეკზე ასვლა შესძლო მარიამ ჭანტურიამაც (70 კგ.), რომელმაც შეჯიბრი უნგრელ ეველინ სალანკისთან გამარჯვებით გახსნა, მეოთხედფინალი კი მომავალ ვერცხლისმედალოსან სარა მეკელბურგთან (გერმანია) წააგო. მარიამმა რეპეშაჟში ფრანგ მაია ტოიერსა და ჩინელ ანქი სუნს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ევროპის ღია პირველობაზე ძალები ასევე სცადეს, თუმცა, საპრიზო სამეულში ვერ მოხვდნენ მარიამ ციხელაშვილი, ნატალია ყიფშიძე (ორივე – 48 კგ.), მარიამ ჯანაშვილი და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე – 52 კგ.).

0.113473