სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის ბიგ ისთის კონფერენციაში დრამატული მატჩი ჩაატარა, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.
“სეთონ ჰოლმა” “ჯორჯთაუნთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და 2 ოვერტაიმის თავზე 71:77 წააგო, სანდრო კი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და შედეგიანადაც გაისარჯა.
აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა მოედანზე მისთვის სარეკორდო 41 წუთი გაატარა და 14 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 5 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლს” 7 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 მარტს ლიდერ “მარკეტთან” ჩაატარებს.