ფეხბურთი

15:45 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ პიზაროს შედეგი გაიმეორა

ბუნდესლიგის 24-ე ტურში „ბაიერნმა“ გასვლაზე „მიუხენგლადბახი“ 5:1 დაამარცხა. „ბაიერნში“ ორი გოლით რობერტ ლევანდოვსკი გამოირჩა.

ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში 195 გოლი დაუგროვდა, რითაც კლაუდიო პიზაროს გაუთანაბრდა. ეს ორი ფეხბურთელი ბუნდესლიგის საუკეთესო ლეგიონერები არიან, რომელთაც მოქმედ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი.

ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი 365 გოლი გერდ მიულერის ანგარიშზეა.

0.129551