ფეხბურთი

0:56 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" საჩუქარი შეირგო

მოსალოდნელი იყო და „ბაიერნმა“ შანსი არ გაუშვა. გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ორხელუსიფლიანობა დამყარდა. „დორტმუნდმა“ ჯერ კიდევ პარასკევს წააგო და „რეკორდმაისტერს“ დაწევის შანსი გაუჩინა.

„ბაიერნი“ კი, რის „ბაიერნია“, რომ ეს დიდებული საჩუქარი არ შეერგო?! ნიკო კოვაჩის გუნდი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ეწვია, სადაც ოგორც წესი უჭირს თამაში, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. მიუნხენურმა გიგანტმა სეზონში ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა.

ერთიცაა - „გლადბახი“ ბოლო პერიოდში საკუთარ თავს არ გავს და ცალსახად ცუდ ფორმაშია, თუმცა ეს „ბაიერნის“ ფეერიულ თამაშს არ აკნინებს. რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, თითოჯერ ტომას მიულერმა, ხავი მარტინესმა და სერჟ გნაბრიმ დაამწუხრეს მასპინძლები. „ბაიერნმა“ მოიგო და 54 ქულა დააგროვა. ეს, ზუსტად იმდენივეა, რამდენიც „დორტმუნდს“ აქვს ამ დროისთვის და მოკლედ, „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა გახურდა.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „შალკეს“ მარცხი. მიმდინარე სეზონში „ხუმარებისგან“ უქულოდ დარჩენა ვის უკვირს, მაგრამ შინ „დიუსელდროფთან“ 0:4 გაცამტვერება, ალბათ ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ფრანკფურტის „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგის ზონას ძალიან მიუახლოვდა. ფრანკფურტელებმა შინ „ჰოფენჰაიმი“ ძალზე დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. მასპინძლები 89-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ დარჩენილ მწირ დროში ორჯერ გაიტანეს და 3 ქულა თავად მოიპოვეს.

ამასობაში, „ლაიფციგმა“ მესამე ადგილზე აინცავლა, რადგან „ნიურნბერგი“ დაამარცხა და „გლადბახს“ გადაასწრო. ცხრილის შუაში მყოფი გუნდების, „ჰერტასა“ და „მაინცის“ შეხვედრაში კი გამარჯვებული ბერლინელები გამოვიდნენ და ევროპა ლიგის ზონასთან ერთ ნაბიჯში მივიდნენ.

„ნიურნბერგი“ – „ლაიფციგი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კლოსტერმანი (40)

„ლევერკუზენი“ – „ფრაიბურგი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 არანგიზი (4), 2:0 ბაილი (73)

„აინტრახტი“ – „ჰოფენჰაიმი“ 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 კოსტიჩი (20), 1:1 ჟოელინტონი (43), 1:2 ბელფოდილი (60), 2:2 ჰალე (89), 3:2 პასიენსია (90)

„შალკე“ – „დიუსელდორფი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკებაკიო (35, პენ), 0:2 კოვნაცკი (62), 0:3 რამანი (68), 0:4 კოვნაცკი (84)

„ჰერტა“ – „მაინცი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 შტარკი (46, ა.გ), 1:1 გრუიჩი (50), 2:1 შტარკი (60)

„გლადბახი“ – „ბაიერნი“ 1:5 (1:2)

გოლები: 0:1 ხავი მარტინესი (2), 0:2 მიულერი (11), 1:2 შტინდლი (37), 1:3 ლევანდოვსკი (47), 1:4 გნაბრი (75), 1:5 ლევანდოვსკი (90, პენ)

თეგებიბუნდესლიგა
0.124353