ფეხბურთი

23:44 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვოდეოარბიტრი, ვიდეოარბიტრი ჩქარა...
და რა შუაშია თბილისის „დინამო“?

მავანნი ზაფხულში ამბობდნენ, პრემიერლიგაში ვიდეოარბიტრი ამავე სეზონში შემოვიღოთო, მაგრამ ვერ მოხერხდა. მომავალი სეზონიდან კი ამუშავდება, მაგრამ, სანამ ამუშავდება, მსაჯების შეცდომები ბევრი შეხვედრის შედეგზე იმოქმედებს.

ჩრდილოლონდონურ დერბიში, თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მასპინძელი „ტოტენჰემი“ უტევდა, სტუმარი „არსენალი“ თავს იცავდა. მე-16 წუთზე „დეზებს“ „მეთოფეების“ კონტრშეტევა გაეპარათ და რემზიმ ანგარიში გახსნა. მალევე მასპინძლებაც გაიტანეს, მაგრამ ეს გუნდური თამაშგარეს კვალად მოხდა და ცხადია, გოლი არ ჩაითვალა.

აი, შესვენების შემგეგ კი, ანალოგიურ სიტუაციაში მსაჯები შეცდნენ. მასპიძლები ისევ თამაშგარეს სატყუარაში აღმოჩდნენ, მაგრამ არბიტრმა ტეილორმა, ყურადღება იმას მიაქცია, როგორ უჯიკა ზურგში მუსტაფიმ კეინს. შედეგად პენალტი, რომელიც ზუსტად დაარტყა დაზარალებულმა.

ყველაფერი თავიდან დაიწყო. თუმცა, ტეილორის შეცდომები ამით არ დამთავრებულა. შეხვედრის ბოლოს მან კიდევ ერთი უცნაური თერთმეტმეტრიანი “მოიგონა“, ოღონდ უკვე მასპინძელთა კარში. სანჩესი და ობამეიანგი სტუმართა საჯარიმოში იბრძოდნენ, უხეშობა არ ყოფილა, მაგრამ „არსენალის“ გაბონელი შემტევი წაიქცა და პენალტიც დაინიშნა. ობამეიანგმა თავად დაარტყა, მაგრამ მეკარემ აუღო.

არა, მართლაც არსებობენ საფეხბურთო ღმერთები. ვიდეოარბიტრი კი პრემიერლიგაში აუცილებლად სჭირდებათ.

ნაკლები ვნებათაღელვა არც „ოლდ ტრაფორდზე“ ყოფილა: სამი შესანიშნავი შორეული დარტყმა, გოლი თამაშგარედან, არდანიშნული პენალტი, დანიშნული და ვერგატანილი თერთმეტმეტრიანი... ყველაფერი ეს „მანჩესტერი“ – „საუთჰემპტონის“ მატჩში მოხდა.

ყველაფერი ვალერის ეფექტური გოლით დაიწყო, რომელმაც დე ხეას წამიერი უყურადებობით ისარგებლა. სტუმრებს მალევე მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ მსაჯმა აშკარა პენალტი არ დაუნიშნა.

მეორე ტაიმში მასპინძლება ორი ლამაზი შორეული გასროლით უპასუხეს „წმინდანებს,“ ჯერ პერეირამ გაათანაბრა, მერე ლუკაკუმ დააწინაურა „ეშმაკუნები.“ თუმცა, ბელგიელი გიგანტი თამაშგარეში იყო.

უორდ-პროუსმა გაათანაბრა და ლუკაკუმ ისევ დააწინაურა მასპინძლები. ბოლოს კი არბიტრმა, ატუელმა, „საუთჰემპტონის“ კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ პოგბამ ძალიან ცუდად დაარტყა. ახალგაზრდა ანგუს განმა აუღო.

„სიტიმ“ „თავისი“ სამი ქულა მოიპოვა და მინიმუმ კვირა საღამომდე გალიდერდა. მანამდე, სანამ „ლივერპული“ მერსისაიდულ დერბიში „ევერტონს“ შეერკინება.

დღის გვიან მატჩში, „ვესტ ჰემსა“და „ნიუკასლს“ შორის, ანგარიშზე საინტერესო (2:0) „ჩაქუჩების“ ლეგენდარული კაპიტნის, ბილი ბონდსის მემორიალური დაფის გახსნა გახლდათ, ლონდონის ოლიმპიური სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე. ბონდსი მესამე ვესტჰემელია, ბობი მურისა და ტრევორ ბრუკინგის შემდეგ, ვისაც ეს პატივი ერგო.

მკითხველს კი გვინდა შევახსენოთ, რომ ბონდსი იმ „ვესტ ჰემის“ კაპიტანი გახლდათ, რომელიც 1981 წლის გაზაფხულზე, თბილისის „დინამომ“ გაანადგურა თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში.

ინგლისი

პრემიერლიგა. 29-ე ტური. 2 მარტი

ტოტენჰემი - არსენალი 1:1

ლონდონი. „უემბლი.“ 81 332

0:1 რემზი (16), 1:1 კეინი (74, პენ)

90-ე წუთზე ობამეიანგმა პენალტი ვერ გამოიყენა

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, ტრიპიერი, როუზი, ვანიამა (ლამელა 60), სისოკო, სონი (ლიორენტე 79), კეინი, ერიკსენი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, კოშელნი, მონრეალი, მუსტაფი, მხითარიანი, რემზი (იოზილი 72), აივობი, გენდუზი (ტორეირა 46), ჯაკა, ლაკაზეტი (ობამეიანგი 56)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთილება: ლამელა (63), როუზი (69), ლიორენტე (84); მხითარიანი (58), მუსტაფი (74)

გაძევება: ტორეირა (90+6)

ბორნმუთი - სიტი 0:1

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“

0:1 მაჰრეზი (55)

ბორნმუთი: ბორუცი, აკე, სმიტი, კლაინი (რიკო 85), მეფამი, სურმანი, დენიელსი, ბრუკსი (მუსე 75), ფრეიზერი, სიმპსონი (აიბი 83), კინგი

მწვრთნელი: ედი ჰაუ

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი (კომპანი 49), ოტამენდი, ზინჩენკო, გიუნდოგანი, დე ბრუინი (მაჰრეზი 45+2), დავიდ სილვა, სტერლინგი, აგუერო (ჟეზუსი 90+1), ბერნარდუ სილვა

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: კინგი (86); ოტამენდი (65), უოკერი (85)

მანჩესტერი - საუთჰემპტონი 3:2

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 459

0:1 ვალერი (26), 1:1 პერეირა (53), 2:1 ლუკაკუ (59), 2:2 უარდ-პრუოსი (75), 3:2 ლუკაკუ (89)

90+4 წუთზე პოგბამ ვერ გაიტანა პენალტი

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, სმოლინგი, იანგი, შოუ, პოგბა, სანჩესი (დალოტი 52), პერეირა (ფრედი 82), მაკტომინეი, ლუკაკუ, რაშფორდი (ჩონგი 90+5)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

საუთჰემპტონი: განი, ესიდა (გალახერი 90), ვესტერგორი, ბედნარეკი, რომეუ, უორდ-პროუსი, ბერტრანი, ჰოიბერგი, ვალერი, ოსტინი (არმსტრონგი 63), რედმონდი

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: სტიუარტ ატუელი

გაფრთხილება: ლუკაკუ (89), პოგბა (90+7); ბერტრანი (39)

ბრაიტონი - ჰადერსფილდი 1:0

1:0 ანდონე (78)

ბარნლი - კრისტალ პალასი 1:3

0:1 ბარდსლი (15, საკ. კარში), 0:2 ბაჩუაი (48), 0:3 ზაჰა (76), 1:3 ბარნსი (90)

ვულვზი - კარდიფი 2:0

1:0 ჟოტა (16), 2:0 ხიმენესი (18)

ვესტ ჰემი - ნიუკასლი 2:0

1:0 რაისი (7), 2:0 ნოუბლი (42, პენ)

0.151967