ფეხბურთი

23:52 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოსა" და "ლოკომოტივის" წარმატებული სტარტი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ „რუსთავმა“ ადვილად დაამარცხა. არადა, სტუმრებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო და ზაზა ციცქიშვილის გოლით დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა, „ლოკომ“ პირველივე ტაიმში მოახერხა სიტუაციის სათავასოდ შემოტრიალება და წინ გასვლა. დავით ჯიქიამ და რატი არდაზიშვილმა გამოიჩინეს თავი.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს ჯერ ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, მერე - რევაზ ინჯგიამ.

დღის კიდევ ერთი მატჩი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. „ტორპედომ“ და „სიონმა“ ერთმანეთს არაფერი დაუთმეს. საინტერესოა, რომ ბოლნისელებმა ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ ქუთათურები არ დანებდნენ და სამი ქულა მაინც მოიპოვეს. ქიქარიძისა და ქავთარაძის გოლები ისიანმა და უგულავამ გაქვითეს. გამარჯვების გოლი კი 76-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. ამრიგად, იმერლებმა მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგეს და ჩემპიონატი წარმატებით დაიწყეს.

„ტორპედო“ – „სიონი“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 წიქარიძე (13), 1:1 ისიანი (22), 2:1 ქავთარაძე (34), 2:2 უგულავა (62), 3:2 კაპანაძე (76)

„ლოკომოტივი“ – „რუსთავი“ 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 ციცქიშვილი (18), 1:1 ჯიქია (34), 2:1 არდაზიშვილი (45), 3:1 სიხარულიძე (84), 4:1 ინჯგია (88)

0.112552