სხვა

23:59 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

NHL-ის მოთამაშეთა 99 პროცენტს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა სურს

ამერიკული ვებ-გვერდის The Athletic-ის ჟურნალისტებმა, რომლებიც ძირითადად ეროვნულ საფეხბურთო ლიგას (NFL), ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას (NBA), ბეისბოლის მთავარ ლიგას (MLB), ჰოკეის ეროვნულ ლიგას (NHL), სტუდენტურ ლიგებსა და ფეხბურთს აშუქებენ, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში NHL-ის 198 მოთამაშე ანონიმურად გამოკითხეს.

ერთ-ერთი კითხვა ჟღერდა შემდეგნაირად: „უნდა ითამაშონ თუ არა NHL-ის მოთამაშეებმა ოლიმპიურ თამაშებზე?" გამოკითხულთა 99 პროცენტმა უპასუხა - „დიახ!".

www.geonoc.org.ge

თეგებიNHLჰოკეი
0.121308