სხვა

23:00 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა მე-10 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

იტალიის ქალაქ ფოჯაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა შორის, დღეს იუნიორთა შორის გუნდური შეჯიბრი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა.

ხმლით მოასპარეზე გოგონათა შორის, ქართველმა მოფარიკავეებმა (ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თამარ ჩარკვიანი, მარიამ ცუხიშვილი) ოთხი შეხვედრა ჩაატარეს. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გერმანიასთან 40:45 დამარცხდა, შემდეგ დიდი ბრიტანეთი - 45:34, ხოლო უკრაინა 45:42 დაჯაბნა, ბოლოს კი ესპანეთთან 43:45 წააგო.
ხვალ ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს ხმლით მოფარიკავეთა ბიჭების ნაკრები (ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი) პირველ შეხვედრაში, საქართველოს დროით 14:00 სააათიდან საფრანგეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.115984