ფეხბურთი

19:25 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ "ლოკომოტივს" გაუტანა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანო ანანიძემ სამარის „კრილია სოვეტოვში“ გადასვლის შემდეგ, ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში სამარელები სოლომონ კვერკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას „ლოკომოტივს“ ესტუმრნენ და 2:2 ითამაშეს.

ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენა მე-19 წუთზე მოახერხა, როდესაც ალეკსანდრ სამედოვის პასი გამოიყენა და მეტოქის კარის აღება დაბალი დარტყმით შესძლო. ჯანომ მოედანზე 62 წუთი გაატარა.

ასევე სასტარტოში იყო და შეუცვლელად გაისარჯა კვერკველია, რომელიც ყვითელ ბარათს გამორჩა, ხოლო კვარაცხელია სათადარიგო იყო.

„ლოკომოტივი“ 29 ქულით მე-4 ადგილზეა, „კრილია სოვეტოვს“ კი 18 ქულით მე-13 პოზიცია უკავია.

0.116318