1 მარტს ვერის პარკის კრივის დარბაზში BOXING GROUP პრომოუშენის ორგანიზებით სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა პროფესიონალურ კრივში.
4 რაუნდიან ბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პროფესიონალი მოკრივეებიმთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის მთავარი დაპირისპირება კი 69 კგ წონით კატეგორიაში ქართველ ლაშა გურგულიანსა და ბოსნიელ იასმინ დანანოვიჩს შორის გაიმართა. ბრძოლა ქართველი მოკრივის სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მისივე ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ლაშამ მესამე რაუნდშივე დაანოკაუტა მეტოქე!
ეს გურგულიანის მე-16 გამარჯვება იყო პროფესიულ კრივში.
სხვა სარეიტინგო ბრძოლებში დაფიქსირდა შემდეგი შედეგები:
69 კგ გივი წინწალაშვილი („BOXING GROUP“თბილისი)-გიორგი კევლიშვილი („სიღნაღი“
ნოკაუტით გაიმარჯვა გივი წინწალაშვილმა.
71 კგ ბაქარ ჯალაღონია („ზუგდიდი“) - ნიკოლოზ გვაჯავა (“BOXING GROUP” თბილისი)
დაფიქსირდა საბრძოლო ფრე
71 კგ ნოდარ რობაქიძე („ბორჯომი“) - გიორგი გუჯეჯიანი (“BOXING GROUP” თბილისი)
ნოდარ რობაქიძემ გაიმარჯვა ქულებით
66 კგ ანზორ გამგებელი (ჩემპიონი „ვარიანი“) - ჯაბა შალუტაშვილი (კლუბი „ბორჯომი“
საბრძოლო ფრე.
66 კგ სერგო აგამიროვი („ხარები“ თბილისი) - გიორგი ბიბილური („ქართლი“ გორი)
გიორგი ბიბილურმა გაიმარჯვა ქულებით.
69 ირაკლი ზუბიაშვილი (“BOXING GROUP” თბილისი) - კონსტანტინე ჯანგავაძე (თბილისი)
გაიმარჯვა კონსტანტინე ჯანგავაძემ ქულებით.
62 კგ გიორგი გოგატიშვილი („ლიდერი“ ფოთი) - თორნიკე მიქელაძე („გელა აბაშიძის კრივის კლუბი“ ბათუმი), გიორგი გოგატიშვილმა მოიგო ქულებით.
65 კგ თორნიკე კანდელაკი („ჩემპიონი“ ვარიანი) - ლუკა ფიდანიანი („ხარები“ თბილისი)
გაიმარჯვა კანდელაკმა ქულებით
69 კგ გიორგი ხუციშვილი („ქართლი“ გორი) - დიმიტრი კოვალიოვი („გარდაბანი“)
გაიმარჯვა დიმიტრი კოვალიოვმა ქულებით
79 კგ ზურაბ მექერიშვილი (“BOXING GROUP” თბილისი) - გურამ ჯაბიშვილი (თბილისი)
ზურაბ მექერიშვილმა გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით.







