სხვა

16:50 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ბრიტანეთი დამარცხებულია

იტალიის ქალაქ ფოჯაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა შორის, დღეს იუნიორთა შორის გუნდური შეჯიბრი დაიწყო.
ხმლით მოასპარეზე გოგონათა შორის, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის ბრძოლას განაგრძობს. 9-13 ადგილებისათვის პირველ შეხვედრაში ქართველმა მოფარიკავეებმა (ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თამარ ჩარკვიანი, მარიამ ცუხიშვილი) დიდი ბრიტანეთის გუნდი 45-34 დაამარცხეს. მომდევნო მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.108684