ფრან ფრაშილამ აღმატებით ხარისხში ისაუბრა ქართული კალათბურთის მომავლად მიჩნეულ გოგა ბითაძეზე. და ვინ არის ფრაშილა? შეიძლება ითქვას, რომ ის აშშ-ს საკალათბურთო სამყაროში ფრიად დაფასებული პერსონაა.
60 წლის ფრაშილა თავის დროზე კოლეჯების ლიგის (NCAA) რამდენიმე გუნდს წვრთნიდა, ამჟამად კი, ESPN-ს კომენტატორი და ანალიტიკოსია და NCAA-სა და სადრაფტო ამბებზე მისი სიტყვა ფრიად დასაფასებელია.
ბითაძის შთამბეჭდავი წინსვლა - Bleacherreport გოგას დრაფტზე მე-11 ადგილს უწინასწარმეტყველებს
აი, რა ისაუბრა ფრანმა გოგას შესახებ:
“არაამერიკელი ნიჭიერი კალათბურთელების შესახებ ბევრს მეკითხებიან და ეს გასაკვირი არაა, რადგანაც ევროპაში მოგზაურობა და იქაურ ტალანტებზე დაკვირვება ხშირად მიწევს. შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელ დრაფტზე დონჩიჩის დარ მოთამაშეს არ უნდა ველოდეთ, თუმცა, არის ერთი კალათბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ენერგიულია, სამწამიან ზონასა და მის მიღმაც დამაჯერებლად მოქმედებს და პასიც ეხერხება. ეს ბიჭი მალე გაიბრწყინებს”.