ფეხბურთი

17:44 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტემ შესაძლოა "იუვენტუსი" კვლავ ჩაიბაროს

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა ანტონიო კონტე დაბრუნდეს. როგორც Calciomercato იტყობინება, „ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელები იტალიელს პეციალისტ სუკვე დაუკავშირდნენ და ზაფხულში მასიმილიანო ალეგრის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავენ.

ალეგრის „იუვესთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, მაგრამ გავრცელებული ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ტურინელთა პრეზიდენტის, ანდრეა ანიელის ფავორიტი ზინედინ ზიდანია, მაგრამ მეორე ალტერნატივად სწორედ კონტე განიხილება, რომელსაც სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლობირებს. ამ ორი სპეციალისტის გარდა „იუვენტუსს“ უკავშირებენ დიდიე დეშამსა და პეპ გვარდიოლასაც.

ანტონიო კონტე კი, „იუვენტუსს“ 2011-2014 წლებში წვრთნიდა და ზედიზედ სამჯერ გახადა იტალიის ჩემპიონი. მან გუნდი 2014 წლის ივლისში დატოვა ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო. გარდა ამისა, იტალიელმა საფეხბურთო კარიერის ოქროს წლებიც ტურინულ გრანდში გაატარა.

ბოლოს კონტე ლონდონის „ჩელსის“ ედგა სათავეში, საიდანაც 2018 წლის ზაფხულში დაითხოვეს.

0.116165