იტალიის ქალაქ ფოჯაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა შორის, დღეს იუნიორთა შორის გუნდური შეჯიბრი დაიწყო.
ხმლით მოასპარეზე გოგონათა შორის, საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან, დაძაბულ ბრძოლაში 40-45 წააგო და ახლა 9-13 ადგილებისათვის დიდი ბრიტანეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური