ფეხბურთი

13:41 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი "ინტერს" დაუკავშირეს

მილანის „ინტერი“ მაურო იკარდის შემცვლელს ეძებს. არგენტინელ ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელობასთან და ქომაგებთან უკვე კარგა ხანია კონფლიქტი აქვს, რის გამოც დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს დატოვებს.

მილანში იკარდის ერთ-ერთ შემცვლელად რობერტ ლევანდოვსკის მოაზრებენ. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Onet-ი იტყობინება. ჯერჯერობით შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

ლევანდოვსკიმდე „ინტერს“ პაულო დიბალასაც უკავშირებდნენ, რომელიც „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო.

0.115157