პორტუგალიურმა „პორტუმ“ მთავარ მწვრთნელ სერჟიო კონსეისაოს ნდობა გამოუცხადა და ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „დრაკონების“ ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„პორტუმ“ სერჟიო კონსეისაოს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივა და პორტუგალიელი სპეციალისტი კიდევ ორი სეზონი დარჩება გუნდში. ეს კონსეისაოს მეორე ხელშკრელებაა ჩვენს გუნდში მას შემდეგ, რაც 2018 წლის 24 მაისს პირველად გაახანგრძლივა კონტრაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
სერჟიო კონსეისაო „პორტუს“ 2017 წლიდან წვრთნის და ამ პერიოდში გუნდს თითოჯერ მოაგებინა პირტუგალიის ჩემპიონატი და სუპერთასი.
იქამდე პორტუგალიელი სპეციალისტი „ოლანენსეში“, „აკადემიკაში“, „ბრაგაში“, „გიმარაეშსა“ და „ნანტში“ მუშაობდა.