ფეხბურთი

23:47 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა: "ენერგეტიკოსებმა" დიდი ანგარიშით მოიგეს

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეთერთმეტე ტურის მეორე შეხვედრაში ივერია 2017 თელასს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში „ენერგეტიკოსებმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოო ანგარიში 3:11 დაფიქსირდა.

გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით შოთა თოფურია გამოირჩა, დუბლი შეასრულეს ამირან ცხომარიამ და გიორგი სოზაშვილმაც. ივერია 2017-ის სამივე გოლი ლაშა ნამორაძის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გეგა კოშაძე, თელასი: „საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. თავიდან ცოტა მობილიზება გვაკლდა, მაგრამ როცა ანგარიში 4:3 გახდა და წინ გავედით ყველაფერი დალაგდა. დღეს თელასის რიგებში ჩემი დებიუტი შედგა, გოლის გატანაც მოვახერხე და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ დარჩენილ მატჩებშიც შევეცდებით სამი ქულის მოპოვებას და ჩემპიონატის წარმატებით დასრულებას.“
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეთერთმეტე ტურის დასკვნითი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც თბილისი ქუთაისის მართვეს უპირისპირდება.

0.116387