მცირე პაუზის შემდეგ, აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა “დეტროიტ მერსი ტიტანსის” ქართველმა კალათბურთელმა ვილი ისიანმა.
დეტროიტელებმა “იაგუარსს” 87:85 სძლიეს, ისიანმა კი მოედანზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა და აქტივში თითო მოხსნა და პასი ჰქონდა.
ქართველი ფორვარდის გუნდმა ჰორიზონის კონფერენციაში 8 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 3 მარტს “ფლეიმსთან” ჩაატარებს.