ფეხბურთი

14:20 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უპრეცედენტო შემთხვევა - ეროვნულ ლიგას 2-მილიონიანი სპონსორი ჰყავს!

დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პრეზენტაცია გაიმართა და გაირკვა, რომ ეროვნულ ლიგას ახალი სპონსორი ჰყავს - Crystalbet-ი. შეთანხმების საფუძველზე კრისტალბეთი საქართველოს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იქნება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 მილიონ ლარს მიიღებს.

შედეგად, ეროვნული ლიგას სახეცვლილი სახელწოდება ექნება - „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“.

გარდა ამისა, გულშემატკივრებს ახალი სეზონიდან სხვადასხვა სიახლეებიც ელოდებათ. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პოპულარიზაციისთვის რამდენი ახალი პროექტია დაგეგმილილი, ხოლო მატჩების ტრანსლაცია „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ინტერნეტ პლატფორმაზე ისევ გაგრძელდება. ტურის ცენტრალური შეხვედრა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერშიც გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" 2019 წლის სეზონი დღეს, „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრით დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138285