“ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, ტერფის ტრავმა, შარშან, 1 დეკემბერს, „ნიუკასლთან“ პრემიერლიგის მატჩში მიიღო. მას შემდეგ, მან ორჯერ გადაიტანა ოპერაცია, თითქოს ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ...
The Sun-ის ინფორმაციით, ზუსტი დიაგნოზი და მისი მკურნალობის მეთოდიკა, ჯერჯერობით დაუდგენელია. მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ყველა შემთხვევაში, უილშირს ზაფხულამდე დასვენება მოუწევს.
მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ხუთი მატჩი ითამაშა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ უილშირი „ვესტ ჰემში“ „ბორნმუთიდან“ (სადაც „არსენალიდან“ განათხოვრებულიყო) გასულ ზაფხულს გადავიდა.