საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წევრი ირაკლი მწითური (92 კგ.) ბულგარეთში მიმდინარე “დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის” სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა.
ფინალამდე ქართველმა ფალანმა თურქი კარადენიზი 6:1, ამერიკელი ლეფევერი 8:1 და თურქი ბოლუკბაში წმინდად დაამარცხა, გადამწყვეტ შერკინებაში კი, 1 მარტს, რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვს დაეჭიდება.
დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ნიკა კენჭაძე (79 კგ). ვთქვათ ისიც, რომ ფინალური ბლოკი სტარტს 20:00 საათიდან აიღებს.
1 მარტსვე სარეიტინგო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 57, 65 და 74 კგ. კატეგორიის ფალავნები გამართავენ, საქართველოს ნაკრებიდან კი ხალიჩაზე ბექა ბუჯიაშვილი, გიორგი ღონიაშვილი (ორივე – 57 კგ) და გიორგი რევაზიშვილი (65 კგ.) გავლენ.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის, შედეგებისა და ბადეების ლინკი https://unitedworldwrestling.org/event/dan-kolov-nikola-petrov-5?fbclid=IwAR1VJVtKZFn6KkmQBNoLL5dHHaqxViKw8Zl0E3v7I6XyjHG1I_s57SCPkG8