ჩოგბურთი

1:10 | 1.03.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ბასილაშვილი დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხდა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) მეოთხედფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საწყის რაუნდებში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვსა და შეჯიბრის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ – ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, შესაბამისად, 6:4, 6:1 და 6:7 (2:7), 6:4, 6:3 სძლია, დღეს კი, მსოფლიოს მე-13 ჩოგანს ვეღარ გაუმკლავდა.
პირველ სეტში ნიკოლოზმა ადრეული ბრეიკი განახორციელა და საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა, მეორეში კი 0:5 ჩამორჩა და მართალია, შემდეგ 2 გეიმი მოიგო, საბოლოოდ, სეტი 2:6 დათმო.
ყველაზე დრამატული მე-3 გამოდგა, რომელშიც ბორნა 4:1 დაწინაურდა, ნიკამ წონასწორობა აღადგინა და კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, ხორვატი ისევ წინ გავიდა – 5:4. მომდევნო გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც იმარჯვა და 5:5-ზე თამაში წვიმის გამო შეწყდა...
პაუზა მცირეხნიანი გამოდგა, რის კვალადაც მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს, ტაი-ბრეიკზე კი ჩორიჩის უპირატესობა აშკარა იყო და 7:1 მოიგო. საინტერესოა, რომ ბორნამ საწყის რაუნდებშიც სამ სეტში იმარჯვა და მაშინაც ტაი-ბრეიკზე იგებდა.
მატჩი 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა და ჩვენებურს 9 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა (ჩორიჩს 10 და 6). ბასილაშვილს პირველ მოწოდებაზე 56%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 65% (35 54-დან) დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 52%-ანი შედეგი (22 42-დან) აღმოაჩნდა.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა 12-დან მხოლოდ 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი, მოწოდება 4-ჯერ (7-დან) დათმო. ნიკას 25 “ვინერსი” და 38 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა, ბორნას კი, შესაბამისად, 29 და 30.
მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილისთვის დუბაის ტურნირს მაინც წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგანაც ლაივ-რეიტინგში 1865 ქულა მოუგროვდა და მისთვის სარეკორდო მე-18 ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:54 | 04.09.2021
haudi (1058)

პირწავარდნილი დემაგოგი რომ ხარ მაგასაც მოგვიანებით დაგისაბუთებ ეხლა აღარ მცალია!

09:54 | 04.09.2021
haudi (1058)

კორბენ დალასო შენ ხარ პირწავარდნილი დემაგოგი, პოლიტიკოსის დონის დემაგოგი ხარ და აფსუსია ამ ტალანტს რომ ფლანგავ აქ, დიდი გასავალი აქვთ შენნაირ დემაგოგებს ქართულ პოლიტიკაში! მაგრამ მთლად მაგარიც ვერ უნდა იყო იმიტომ რომ იმათ ვერ აკომპლექსებენ და შენ ვიღაც ორკმა ისე დაგაკომპლექსა, მეტი არ შეიძლება! ყველგან ის გელანდება და ყველა ის გგონია! მეც მაგიტო მეკამათები ესე შეუპოვრად!
ძნელი არ ყოფილა მაგ ლინკების მოძებნა, უბრალოდ შენსავით არ ვმუშაოობ ამ საიტზე და აქ არ ვარ 24 საათი, ჩემი ცხოვრების 1 ან 2% ვუთმობ ამ სისულელეებს შენგან განსხვავებით! ინტერნეტვორმებს ვერ დავუთმობასე ძვირფას დროს! მოვნახავ რამდენიმე წუთს ისევ და მაშინ ჩაგიყრი მაგ ლინკებს თუ ესე გაინტერესებს!

16:01 | 02.09.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

სადაა ლინკები ? ძნელი ყოფილა მათი მოძებნა ხოო ? )))
აიმ მე კი ვნახე რაღაც-რაღაცეები და ეს არაა პარტერში ბრძოლის ხელოვნება. პარტერიდან თავის დაძვრენის ხერხებს ფლობს მხოლოდ.
სიმართლე გითხრა არც ბარბოზა მაინტერესებს და ემემეიც მაგრად მკიდია, არასერიოზულ სპორტად მივიჩნევ. უბრალოდ ქართველები მომრავლდნენ მანდ და ვგულშემატკივრობ, მინდა რომ წამყვანი მებრძოლები იყვნენ. ცემა-ტყეპაში მაინც წარმოვადგენთ რაღაცას
მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე კი მკიდია, თუმცა არც შენ ხარ რამის მცოდნე ))

14:16 | 01.09.2021
haudi (1058)

მე გეუბნები რა როგორ იყო და შენ კიდე რა როგორ იქნებოდა ან უნდა ყოფილიყო შემი ლოგიკის მიხედვით. სასაცილოა კამათი

14:14 | 01.09.2021
haudi (1058)

კიდე ბევრის დაწერა შეილება მაგრა რა ახრი აქვს ღია კარის მტვრევას? მიაწექი შენსას

14:13 | 01.09.2021
haudi (1058)

ბრატ შენ ბარბოსა ეხლა რომ გაიგე ხალხი წლებია ვაკვირდებით და თუ მე ვპროფესორობ ჩაგიყრი ლინკებს ამ ჩხუბს რა ბექგრაუნდი ქონდა

14:17 | 01.09.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ჰოდა ჩაყარე მიდი. მე რაც ვნახე, იმის მიხედვით ვმსჯელობ.

14:11 | 01.09.2021
haudi (1058)

ეგრე იცი შენ ზოგადი ჭეშმარიტებების დახთქება და ყველაფერში სწორი გგონია თავი რაშიც ვერ ერკვევი იქაც მაგრა ამტკიცებ შენსას და აწვები ბოლომდე

14:23 | 01.09.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

მიდი მერე, ჩამოყარე ფაქტები და დაამტკიცე რომ ბარბოსა სხვა სტილში უფრო ძლიერია ))
მე მეტს კი არაფერს ვამბობ აქ ? ექსპერტად ნაღდად არ მომაქვს თავი, მაგრამ არც ბრმა ვარ.
და შენ თუ კომპლექსები გაწუხებს, რომ ვინმეს მუდმივად უცოდინარი უწოდო და ამით შენი "ცოდნა" წარმოაჩინო, ეგ შენი პრობლემაა.

14:09 | 01.09.2021
haudi (1058)

ხალხი იმიტო ელოდა ამ ბრძოლას რომ იცოდა ყველამ ბღლარძუნი არ იქნებოდა. შენ რასაც ამბობ ეგ სხვა ჩხუბებში მოხდება და სავარაუდოდ ყოველი შემდგომი მეტოქე სწრაფ თეიქდაუნზე გააკეთებს აქცენტს, ერთადერტი კაცი ვინც კიდევ შეიძლება გიგას სტრაიკინგში აყვეს და დაამარცხოს არის მაქს ჰოლოვეი, დამარჩენი არავინ, ჩემპიონი ვოლკანოვსკიც ჭიდაობას ეცდება რომ შეახვედრონ

14:15 | 01.09.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ჰოდა მართლებიც იქნებიან. რაშიც უფრო ხედავენ წარმატების შანსს, ის მიდგომა უნდა გამოიყენონ. ხალხი იმიტომ ელოდა აქ ასეთ ბრძოლას, რომ რეალურად ორივენი დგომში ჩხუბს ანიჭებენ უპირატესობას.

14:02 | 01.09.2021
haudi (1058)

მთელმა მმა სამყარონმ იცოდა რომ ფეხზე უნდა ებრძოლათ ხუთივე რაუნდი და ეს კიდე პარტერიო

14:00 | 01.09.2021
haudi (1058)

და ნოკდაუნში მყოფი ბარბოსა მიწაზე მყოფი დაუსხლტა გიგას მახრჩობელებს და ეგ რაუნდი ფეხზე დაასრულა. ეგ არის უმაღლესი კლასი და შენ ვერ ხვდები იმიტომ რომ არ გესმის ეს სპორტი

14:10 | 01.09.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

საერთოდ სხვა რამეს ამბობ. არადა ზუსტად ვიცი, რომ ხვდები რაც ვიგულისხმე, მაგრამ მაინც შენსას აწვები.

13:58 | 01.09.2021
haudi (1058)

და პარტერში ვნახეთო რო ამბობ რა ვნახეთ და ბარბოსას უმაღლესი კლასი ვნახეთ პარტერში. ჭიდაობით არ ჩაუყვანია გიგას პარტერში, ნოკდაუნით ჩაიყვანა თორემ პირდაპირ გეუბნები გიგა ბარბოსას ვერ წააქცევდა, გიგა კიარა ლაითვეითის საიკეთესო მებრძოლებს ვერ ვერ ჩაყვდათ პარტერში, ერთერთი საუკეთესო იყო თეიქდაუნ დიფენსში

09:00 | 01.09.2021
haudi (1058)

ჯიგარო მე ერთი ნიკი მაქვს მარტო. მორჩი სისულელეებს, აგიხსენი ეგ თემა უკვე და თუ სურვილი გექნებოდა გაიგებდი.
ისე კი ეს ბრაზილიელი არცერთ თავის თანამემამულეზე ნაკლებ სახელიანი არაა, ამ ბრძოლაში კიდე ჭიდაობას არცერთი არ აპირებდა, ორივეს ელიტარულ სტრაიკერად მიაჩნია თავი და ამ ბრძოლის ბექგრაუნდიც ის იყო რომ ერთმანეთში გაერკვიათ ვინაა საუკეთესო სტრაიკერი უფს ში ასე რომ ჭიდაობაზე წასვლა აქ თავისი სტრაიკინგის მარცხს ნიშნავდა და ამიტომ არ იზამდა არც ერთი

12:59 | 01.09.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

მაგას ვამბობ, მეტს კი არაფერს ? რასაც ვუყურეთ, სწორედ მაგაშია ეგ ბრაზილიელი ძლიერი. თორემ ტაქტიკის შეცვლა "გრეხად" სულაც არ ითვლება.
ვერაფერი დააკლო ჭიკაძეს კიკბოქსინგში და არც უცდია სხვა რამ შეეეთავაზებინა. რატომ ? იმიტომ რომ არაა პარტერში ძლიერი და ვერ გარისკა.

13:53 | 01.09.2021
haudi (1058)

არა ბრატ ვერ ერკვევი ხომ გეუბნები, ბარბოსას რაც ნაჭიდავები აქვს გიგას ჯერ არც დასიზმრებია, უბრალოდ ამ ბრძოლის ბექგრაუნდი სხვა იყო, გიგა წლებია იწვევდა ბარბოსას, გავარკ იოთ ვინაა უკეთესი სტრაიკერიო, ამიტომ აქ რომელიმეს ჭიდაობა ზუსტადაც გრეხად ჩაეთვლებოდა ანუ იქნებოდა აღიარება რომ სტრაიკინგში წააგო, ამ კონკრეტულ ბრძოლაში იყო მასე თორემ ისე მებრძოლი რაც უფრო მრავალფეროვანია და ცვლის ტაქტიკქს პირიქით უფრო მაგარია

14:05 | 01.09.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ანუ იმას ამბობ რომ კონკრეტული სტილის ერთგულებას შესწირა ამ ბრძოლაში გამარჯვება ? )) ეხლა შენ უფრო "პრაფესორობ" თუ მე ?
დევს ბარბოზას ბრძოლები სხვადასხვა საიტებზე და აშკარად წიხლის და მუშტის კაცია. რაც უკეთ იცის, იმით შეებრძოლა და წააგო.

12:02 | 30.08.2021
haudi (1058)

ისე გიგაზე თუ გაინტერესებთ უშუალოდ გრეპლინგი/რესტლინგი არ ჰქონდა კარგი უფს ში მოსვლისას, ეხლა გააუმჯობესა როგორც ამბობს, უშუალოდ პარტერში კი ძალიან ძლიერია ჯიუ-ჯიცუში მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოგებული

12:24 | 30.08.2021
haudi (1058)

რაც ნიშნავს რომ გიგას უჭირს მეტოქის წაქცევა და ასევე უჭირს თავის დაცვა წაქცევისგან, ხოლო როდესაც პარტერშია იქ უკვე კარგად იცავს თავს მტკინვეულ-მახრჩობელებისგან და ასევე თავად კარგად აკეთებს მტკივნეულ-მახრჩობელებს.

11:55 | 30.08.2021
haudi (1058)

ესე პროფესორობ ხოლმე სხვა სპორტებზე თუ რომელიმეს მაინც უყურებ?

15:31 | 30.08.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ვცდილობ პროფესორობას ))) ისე, ამბობენ, პროფესორობა რამდენიმე ნიკით უფრო ეფექტურად გამოდისო და შენი აზრი მაინტერესებს მაგ საკითხზე ))))

11:54 | 30.08.2021
haudi (1058)

კორბენ დალასო ამ სპორტის ბევრი არაფერი გაგეგება როგორც ჩანს, ეს ბრაზილიელი ერთ დროს თეიქდაუნ დიფენსში საუკეთესოდ ითვლებოდა თავის დივიზიონში, ამ ბრძოლისას კიდევ ნოკდაუნში იყო პარტერში და ფეხზე მაინც ადგა გიგას მახრჩობელების მიუხედავად. ვაფშე არ ცოდნია ხო პარტერი?

15:26 | 30.08.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ხო, სპორტის ექსპერტობაზე თავს არ ვდებ. უბრალოდ რაც ვნახე, იმის მიხედვით ვმსჯელობ.
ბრაზილიელ მებრძოლებზე სტერეოტიპია ჩამოყალიბებული, რომ ბრძოლა თავიანთი ინიციატივით გადააქვთ "ქვემოთ" და იქ შეუდარებლები არიან. ეს ბიჭი კი დგომს ანიჭებდა უპირატესობას და კაი ჩიტიც დაიჭირა.
ის ნაღდად ვიცი, რომ თუ ამ სპორტში წარმატების მიღწევა გინდა, ყველა ძირითად კომპონენტს უნდა ფლობდე. ალბათ ეს ბრაზილიელიც ფლობს პარტერში ბრძოლის ხელოვნებას, მაგრამ თავის სახელოვან თანამემამულეებზე ნაკლებად )))

13:55 | 29.08.2021
Tsalenjikha (136)

ზუსტად მაგი მაინტერესებს,დგომში ვიცით რო ძლიერია,მაგრამ პარტერს როგორ გაართმევს თავს ეგაა საინტერესო,როგორ დაიცავს და როგორ შეუტევს,წარმატებები გიგსონ.

12:28 | 29.08.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

მაგარია ჭიკაძე, მართლა მაგარი.
ისე ეს ცოტათი უცნაური ბრაზილიელი იყო, პარტერში ბრძოლა ვაბშე არ იცოდა. ეხლა სწორედ ეგ მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს გიგა თავს იმ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც ჭიდაობის ელემენტებს და მტკივნეულ ილეთებს ფლობენ კარგად.
აქამდე რასაც ვუყურებ, ძირითადად კიკბოქსინგით გადის ფონს მარტივად.

0.072471