იტალიის ქალაქ ფოჯაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი გაინაღდა.
იუნიორთა შორის ხმლით ფარიკაობაში ნიკა შენგელიამ მეოთხედფინალში მასპინძელთა წარმომადგენელი FIE-ს იუნიორთა რეიტინგის მე-4 ნომერი, ლორენცო რომა 15:13 დაამარცხა.
ნახევარფინალში ნიკა კიდევ ერთ იტალიელს, FIE-ს იუნიორთა რეიტინგის ლიდერს, მატეო ნერის შეხვდება, შეხვედრა საქართველოს დროით 21:40 დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მერვედფინალში ფრანგი სებასტიენ პატრის 15-12 დაამარცხა, ვაჟა რეჭია კი დაძაბულ ბრძოლაში რუს ვლადისლავ პოზდნიაკოვთან 14-15 დამარცხდა.
ფოჯა, იტალია. ევროპის ჩემპიონატი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის
LIVE 21:40 1/2 ნიკა შენგელია - მატეო ნერი (იტალია)
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური