ფეხბურთი

23:59 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ალბას ახალი კონტრაქტი გაუფორმა

კატალონიის „ბარსელონამ“ ჟორდი ალბას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც ესპანური გრანდის ვებგვერდი იტოყიბინება, ალბა „კამპ ნოუზე“ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეთანხმების თანახმად, ესპანელის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

ჟორდი ალბა „ბარსელონაში“ მეშვიდე სეზონს ატარებს. ამ დროის განმავლობაში 29 წლის მცველმა „ბლაუგრანას“ რიგებში 282 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127276