სხვა

19:05 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რეჭია და შენგელია ბრძოლას აგრძელებენ

იტალიის ქალაქ ფოჯაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის. დღეს ხმლით მოფარიკავე ბიჭები ასპარეზობენ.

T32-ში ვაჟა რეჭიამ იტალიელი ჯაკომო მინუცი 15-11 დაამარცხა, ნიკა შენგელიამ კი პოლონელ პიოტრ შზეპანიკს 15-11 მოუგო. ნიკოლოზ ჭეიშვილი მასპინძელ მატეო ნერისთან 5-15, გოგა კაკაურიძე კი ბულგარელ გალინ გენოვთან 9-15 დამარცხდა.
მერვედფინალში ვაჟა რეჭია - ვლადისლავ პოზდნიაკოვს, ხოლო ნიკა შენგელია ფრანგ სებასტიენ პატრისს შეხვდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.116509