კატალონიის „ბარსელონას“ ქომაგებმა „ელ კლასიკოში“ გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ გაიხსენეს. Marca-ს ინფორმაციით, კატალონელი გულშემატკივრები მადრიდელი ფანების მისამართით იძახდნენ - სადაა რონალდუ?!
ამით „ბარსას“ ქომაგებმა „რეალს“ შეახსენეს, რომ პორტუგალიელის გარეშე ძალიან უჭირთ და განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ ფაზაში.
აქვე გეტყვით, რომ „სამეფო კლუბი“ „ბარსელონასთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხა და ესპანეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. „ბლაუგრანა“ კი აღნიშნული ტურნირის ფინალში მიჯრით მეექვსედ გავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეჰ,რონალდუს და მის ახალ გუნდს ახლა თავისი გაჭირვებიათ
მეთქი ახლა მაინც მოიგებს იტალიური გუნდი და ქე გაასხეს ფაღარათიანივით,იმედია მაინც გავლენ(იმედი ბოლოს კვდებაო
).ისე,მაგარი უცნაურია,ფეხბურთში იტალიას და მის გუნდებს ვქომაგობ და რაგბში რუსების შემდეგ ყველაზე მეტად მაგათ არ ვქომაგობ 