მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონასთან“ (0:3) მარცხის შემდეგ პირადი ანტირეკორდი დაამყარა. „სამეფო კლუბმა“ მიმდინარე სეზონში უკვე 5 თამაში წააგო მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით.
„ეიბართან“ (0:3), „ბარსელონასთან“ (1:5, 0:3), „სევილიასთან“ (0:3) და ცსკა-სთან (0:3). ამრიგად, „ბლანკოსის“ ისტორიაში მსგავსი რამ მეორედ და 22 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
1995-1996 წლების სეზონში მადრიდული გრანდი ასევე ხუთჯერ დამარცხდა მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით: „დეპორტივოსთან“ (0:3 სუპერთასზე, 0:3 ჩემპიონატში), „ესპანიოლთან“ (1:4), „ბარსელონასთან“ (0:3) და „ტენერიფესთან“ (0:3).
შეგახსენებთ, სანტიაგო სოლარის გუნდს „ბარსელონასთან“ რევანშის შანსი ექნება, რადგან 2 მარტს, ლა ლიგის ეგიდით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.







