ფეხბურთი

14:49 | 28.02.2019 | ნანახია 591 - ჯერ

„მანჩესტერმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ 8 გასვლითი შეხვედრა

პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად 3:1 დაამარცხა „კრისტალ პალასი.“ Opta-ს ცნობით, ეს მანკუნიანელთა ზედიზედ მერვე გასვლითი მოგებაა ყველა ტურნირში, რაც საკლუბო რეკორდია. ყველა ეს გამარჯვება გუნდმა ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ნორვეგიელი სპეციალისტი „ოლდ ტრაფორდზე“ შარშანდელი დეკემბრიდან მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 28 ტურის შემდეგ, „მანჩესტერი“ ინგლისის ჩემპიონატში, 55 ქულით მე-5 ადგილზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:41 | 28.02.2019
Digmeli (188)

სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.

15:39 | 28.02.2019
salazar (1835)

ბრავო!

განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )

0.12553