სხვა

14:20 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის სიგარეტისგან თავისუფალ ზონად გამოცხადება იგეგმება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების არენები, აგრეთვე ყველა მისი მიმდებარე ტერიტორია, შესაძლოა სიგარეტისგან თავისუფალ ზონებად გამოცხადდეს.

ტოკიო-2020-ის ორგანიზატორთა თავდაპირველი ჩანაფიქრით განიხილებოდა, რომ სიგარეტის მოწევა აკრძალულიყო იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც ასპარეზობებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ გარკვეულ ადგილებში ნებადართული ყოფილიყო მაყურებლისთვის და მომსახურე პერსონალისთვის.

იაპონელები ახლა მზად არიან, მოწევა აიკრძალოს საშეჯიბრო არენების მიღმაც. თუ ასე მოხდა, გადაწვეტილება შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტისა (IOC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკასთან.

აღსანიშნავია, რომ ორივე ორგანიზაცია ოლიმპიური თამაშების თამბაქოსგან გათავისუფლებისკენ ისწრაფვის.

ამასთან, ტოკიო-2020 მოსაწევი ადგილების გამოყოფას განიხილავს ოლიმპიურ და პარალიმპურ სოფლებში, ანუ იქ, სადაც ოლიმპიელები დაიდებენ ბინას.

ოფიციალური პირების განცხადებით, მოსაწევი ადგილები დაშვებული იყო ლონდონის 2012 და რიოს 2016 წლის თამაშებისას.

სიგარეტისგან თავისუფალ ზონებად გამოცხადების შემთხვევაში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გახდება პირველი ზაფხულის თამაშები, სადაც სიგარეტის მოწევა საშეჯიბრო არენების მიმდებარედაც სრულად აიკრძალება.

პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე ამგვარი აკრძალვა ვრცელდებოდა საშეჯიბრო არენებზე.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ტოკიო-2020 კონსულტაციებს გაივლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

www.geonoc.org.ge

0.126857