ფეხბურთი

10:23 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: „ბარსა“ მორიგ ფინალში გავიდა, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, მადრიდის „რეალთან“ ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ გახარებულია შედეგით, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ.

„პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, ტემპიც დაბალი გვქონდა. შესვენების შემდეგ კი გაცილებით ზუსტნი და გამბედავები ვიყავით. ცხადია, გვიხარია ფინალში გასვლა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ლუის სუარესის სტატისტიკა კი ჩინებულია, ვიცით, რომ ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა.“ - განუცხადა ვალვერდემ Football Espana-ს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ზედიზედ მეექვსედ გავიდა სამეფო თასის ფინალში.

0.101664